რუსთავში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
რუსთავში კორონავირუსი 82 წლის მამაკაცს დაუდასტურდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” “ცხელების ცენტრში” განუცხადეს.
მათი თქმით, მამაკაცი სომხეთიდან გადმოვიდა და ის ახალქალაქის მკვიდრია.
რუსთავში, ჯამურად, კორონავირუსის 11 შემთხვევაა დადასტურდებული. მათგან 9 უკვე გამოჯანმრთელდა.