ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კიდევ ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში Covid-19 კიდევ ერთმა პაციენტმა დაამარცხა. შუა ხნის მამაკაცს პოლონეთში მოგზაურობის ისტორია აქვს, ის თბილისის ინფექციური კლინიკიდან ქუთაისში გადაიყვანეს.
კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის განცხადებით, ამ დროისთვის, კორონავირუსით 6 პაციენტი მკურნალობს, ხოლო ორი რესპირატორული მოვლენებით ბოქსირებულ პალატებშია მოთავსებული და მათ ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდებათ.
“კლინიკამ დღეს კიდევ ერთი პაციენტი გამოაჯანმრთელა. ამ დროისთვის, კლინიკაში 6 პაციენტი განაგრძობს მკურნალობას. გვყავს 2 საეჭვო პაციენტი. ისინი ტრაილერის მძღოლები არიან. მათ დღის განმავლობაში ლაბორატორიული კვლევა ჩაუტარდებათ”, – განაცხადა ნადირაძემ. ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსი, ჯამურად, 42-მა პაციენტმა დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები