“კორონავირუსის ​15 ახალი შემთხვევიდან ორი სამედიცინო პერსონალია, ორის ინფიცირების წყაროს მოძიება გრძელდება”

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევიდან ორი სამედიცინო პერსონალია, ათი საკარანტინე სივრციდანაა, ერთი საბურთალოს უკავშირდება, ხოლო კიდევ ორის დაინფიცირების წყაროს მოძიება გრძელდება.

„დაგვემატა 15 ახალი შემთხვევა და გახდა 879. გამოჯანმრთელებული მხოლოდ ერთია და ამჟამად არის სულ 704. ამ ეტაპზე კოვიდცენტრებში მკურნალობს 161 პაციენტი. 15 დადასტურებული შემთხვევიდან ორი არის სამედიცინო პერსონალი, ხუთი არის საკარანტინე სივრციდან, იმპორტირებული შემთხვევა, ხუთი გახლავთ ისევ საკარანტინე სივრციდან, ოღონდ კონტაქტები დადასტურებულ შემთხვევებთან, ერთი არის საბურთალოს წყაროსთან დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი და ორის წყაროს მოძიება გრძელდება. ალბათ, გამოვლინდება კონტაქტები. უცნობი წყაროს რაოდენობა, სავარაუდოდ, შემცირდება და კონტაქტების პირველწყარო ითქმება, ოღონდ ამას რამდენიმე დღე კიდევ დასჭირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები