თერჯოლაში სტიქიისგან დაზარალებული საცხოვრებელი კორპუსი იხურება

თერჯოლაში, ტრისტან სოფრომაძის ქუჩაზე მდებარე მრავალბინიანი კორპუსის გადახურვისთვის საჭირო სამუშაოები დაიწყო. ამის შესახბესებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ლაშა გოგიაშვილმა სტიქიიდან მეორე დღესვე, მშენებელი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თათბირი გამართა, რაც, საკითხის დაუყოვნებლივი მოგვარების მიზნით, არსებული ბაზრის კვლევას ითვალისწინებდა.
“გადახურვის სწრაფად და ხარისხიანად შესრულებისათვის მზადყოფნა შპს “საგომ” გამოთქვა, რომელმაც საჭირო მასალა უკვე ადგილზე მიიტანა და სამუშაოები დაიწყო.
მრავალბინიანი კორპუსის გადახურვის სამუშაოები, რომელიც გამარტივებული შესყიდვით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება, უახლოეს დღეებში დასრულდება”, – ნათქვამია თერჯოლის მერიის ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ძლიერმა ქარმა შენობას სახურავი 11 ივნისს გადახადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები