ამირან გამყრელიძე: კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყარო ცნობილია

 

“საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევის დაინფიცირების წყაროები დადგენილია”,- ამის შესახებ “კვირას” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შემთხვევების ნაწილი საკარანტინე ზონას უკავშირდება, ნაწილი კი აქამდე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებიდან გამოვლინდა.

ამირან გამყრელიძის თქმითვე, საქმე ახალ კლასტერთან არ გვაქვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 13-ით გაიზარდა და 864 გახდა.

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 1-ით გაიზარდა და 703-ს შეადგენს.

ამასთან, კარანტინის რეჟიმშია 2795 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 252 პირი.

ქვეყანაში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები