ამირან გამყრელიძე: რთული იქნება, თუ ყოველდღიურად დაფიქსირდა კორონავირუსის 50-70 შემთხვევა, მაშინ უნდა ვიფიქროთ ზოგიერთი ღონისძიების გამკაცრებაზე

 

“ჯანდაცვის სექტორი საკმაოდ მომზადებულია და ადვილად აუვა კორონავირუსის 12, 14, 20 ახალ შემთხვევას. რთული იქნება თუ ყოველდღიურად 50-70 ახალი შემთხვევა დაფიქსირდება”,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ერონული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, რეკომენდაციების დაცვა მნიშვნელოვანია.

“დღეს მთავარი ხაზი მიდის რეკომენდაციების დაცვასა და ჯანდაცვის სექტორის მზაობას შორის. დღეს, ეს ბალანსი დაცული უნდა იქნეს. ჯანდაცვის სექტორი საკმაოდ მომზადებულია და ადვილად აუვა 12, 14, 20 ახალ შემთხვევას. რთული იქნება თუ ყოველდღიურად იქნა 50-70 ახალი შემთხვევა. მაშინ უნდა ვიფიქროთ, ისევ და ისევ ზოგიერთი ღონისძიების გამკაცრებაზე.

დღევანდელი ეპიდსიტუაცია საგანგაშო არ არის. ეს არ არის პანიკის საფუძველი, მაგრამ საყურადღებოა და გვაძლევს სიგნალს, რომ დავიცვათ რეკომენდაციები.

კლასიკურ მეორე ტალღას, რაზეც საუბარია უფრო ველოდებით შემოდგომაზე, როცა აცივების პერიოდი დაიწყება, მაგრამ ახლაც არ არის გამორიცხული”,- განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები