გიორგი კახიანი: თუ თეორიულად არჩევნები შეიძლება გახდეს ვირუსის გავრცელების საფუძველი, ბუნებრივია ეს ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი კახიანი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც “თუ ეპიდემიის მეორე ტალღა არჩევნებამდე, 31 ოქტომბრამდე პერიოდს დაემთხვევა, არჩევნები შეიძლება დეკემბერში ჩატარდეს”.

გიორგი კახიანის თქმით, თუ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, მაშინ არჩევნები მართლაც გადავადდება.

“ჩვენ გამოვდივართ კონკრეტული მოცემულობიდან და ვხელმძღვანელობთ საზოგადოების ინტერესებიდან. თუ თეორიულად არჩევნები შეიძლება გახდეს ვირუსის გავრცელების საფუძველი, ბუნებრივია ეს ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას. შესაძლებელია აქედან გამომდინარე საგანგებო მდგომარეობაც გამოცხადდეს. საგანგებო  მდგომარეობის პირობებში კი არჩევნების ჩატარება კონსტიტუციით არ შეიძლება. თეორიულად თუ ასეთი განვითარება იქნება, ეს ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია არჩევნები გადაიწიოს დეკემბრისთვის ან თუნდაც იანვრისთვის”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები