ბოკერია სააკაშვილის ინიციატივაზე: ერთიანი საარჩევნო სიის იდეა უდროოა, არც კი განიხილება სერიოზულად

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ერთიან საარჩევნო სიაზე ოპოზიციური პარტიების მიმართ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას უდროოს უწოდებს.
​მისი თქმით, მსგავსი რამ არც კი განიხილება სერიოზულად არც ერთი სერიოზული პარტიის მიერ.
„ვიღაცამ ისროლა იდეა. ეს იდეა არც კი განიხილება სერიოზულად არც ერთი სერიოზული პარტიის მიერ. საფრთხე არის ორპოლუსიანად დახატვაში დახმარება ივანიშვილისთვის, ეს არ მოხდება. 2019 წლის მეორე ტური არ განმეორდება. იმედი მაქვს, რომ არც ერთი ძალა ამ უდროო იდეას არ გამოიყენებს საბაბად, რომ ის შეთანხმება, რომელიც ახლოს არის მიღწევასთან, თბილისში პირველ რიგში და რომელიც ამცირებს ქვეყნისთვის რისკებს და პირველივე ტურში დაამარცხებს ივანიშვილს, ჩააგდოს ან საფრთხე შეუქმნას.
უგულავამ თქვა, რომ თავის დროზე განიხილებოდა ეს ამბავი, მაგრამ აღარ განიხილება, არც ერთ შემთხვევაში. საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნის შემთხვევაშიც მაჟორიტარებზე შეთანხმება იქნება სტრატეგიული საკითხი“, – განაცხადა ბოკერიამ.
​შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ოპოზიციურ პარტიებს ერთიანი საარჩევნო სიის შექმნისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ ადგილები სიაში რეიტინგის მიხედვით გადანაწილდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები