კახეთში 7 საბავშვო ბაღი რეაბილიტირდება და 5 ახალი აშენდება

კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული – ირაკლი ქადაგიშვილი და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი – როსტომ სესიაშვილი სოფელ წიწკანაანთსერში იმყოფებოდნენ, სადაც საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

როგორც “რეგიონულ კვირას” სახელმწიფო რწმუნებულის აპარატიდან აცნობეს, ხელისუფლების წარმომადგენლები რეაბილიტაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს, კახეთის რეგიონში 7 საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო და 5 სრულიად ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის პროექტი ხორციელდება. სარეაბილიტაციო პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, ხოლო ახალი ბაღების მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ არის დაფინანსებული.

“რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს, საბავშვო ბაღების, როგორც რეაბილიტაცია და ამავდროულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სრულიად ახალი ბაღების მშენებლობა.ბაღების მშენებლობა- რეაბილიტაციას სოციალური დატვირთვა გააჩნია, რადგან, გარდა იმისა რომ საბავშვო ბაღებში აღსაზრდელები სკოლამდელი აღზრდის ეტაპს გადიან, ამავდროულად, საბავშვო ბაღების აღსაზრდელებს სამჯერადი სრულფასოვანი კვება აქვთ და დაცულ, უსაფრთხო გარემოში იზრდებიან ” -აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

“ყვარლის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში: წიწკანაანთსერში და ალმატში მიმდინარეობს საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. თითოელი საბავშვო ბაღი 70 ბენეფიციარზეა გათვლილი. აღნიშნული პროექტები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის თანამონაწილეობით ფინანსდება” – აღნიშნა როსტომ სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები