მარინა ეზუგბაია: ბოლო 24 საათში დადასტურებული 14 ახალი შემთხვევიდან ხუთის ინფიცირების წყარო უცნობია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას თქმით, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში დადასტურებული 14 ახალი შემთხვევიდან ხუთის ინფიცირების წყარო უცნობია.
„ორი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელია, ხუთი პირი კარატინის სივრციდან არის, ანუ შემთხვევა შემოტანილი, იმპორტირებულია.
გარდა ამისა, ერთი ინფიცირებული სატვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელსაც კონტაქტი ჰქონდა დადასტურებულ შემთხვევასთან და ხუთი არის დაუდგენელი წყაროს, რომლისთვისაც გრძელდება ჩაღრმავებული ეპიდემიოლოგიური კვლევები“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები