ბოლნისში თვითიზოლაციაში მყოფ 19 პირს PCR ტესტირება ჩაუტარდა

ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგებმა სოფელ მუშევანში ეპიდსიტუაცის კონტროლის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფ 19 მოქალაქეს PCR ტესტირება ჩაუტარეს.

ბიოლოგიური ნიმუშები ლუგარის ცენტრში გადაიგზავნება, კვლევის პასუხები კი ხვალ გახდება ცნობილი.

ბოლნისის საზოგადოებრივი ცენტრის სპეციალისტები, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მკაცრ საკარანტინე ზონაში კვლევებს პერიოდულად ატარებენ.

ცნობისთვის, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა და მკაცრ საკარანტინო ზონად გამოცხადდა. სოფელში ამ დრომდე კორონავირუსის 75 შემთხვევაა დადასტურებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები