საჩხერის მერი: ქალაქის კეთილმოწობა გრძელდება

საჩხერის მუნიციპალიტეტის მერი – ბენიამენ ფალავანდიშვილი საკრებულოს თავმჯდომარესთან, ლევან ივანაშვილთან ერთად ქალაქ საჩხერეში მიმდინარე ორ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე იმყოფებოდა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” საჩხერის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, მერმა მდინარე ყვირილას მარცხენა სანაპიროს მიმდებარედ, ივ. გომარეთელის ქუჩაზე საავტომობილო და ქვეითთა ხიდებს შორის ტერიტორიის კეთილმოწყობის პროცესი დაათვალიერა.

თვითმმართველობის წარმომადგენლები მუსიკალური სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზეც იმყოფებოდნენ, სადაც ასევე აქტიურად მიმდინარეობს დასასვენებელი სკვერის მოწყობის სამუშაოები.
ზემოაღნიშნული პროექტების განხორციელებას ადგილობრივი ბიუჯეტი უზრუნველყოფს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები