პაატა იმნაძე: სპორტული დარბაზების გახსნას ცოტა დრო კიდევ დასჭირდება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილის, პაატა იმნაძის თქმით, სპორტული დარბაზების გახსნა გარკვეული შეზღუდვების მოხსნის შედეგებზეა დამოკიდებული.
„რა თქმა უნდა, გაიხსნება. ალბათ, ცოტა დრო კიდევ დასჭირდება. ამდენი რამე გაიხსნა, ჯერ შედეგები ვნახოთ და მერე, ალბათ, ესენიც გაიხსნება. დახურულ სივრცეებში ადამიანები ჭადრაკის სათამაშოდ ხომ არ შედიან, ფიზიკური, ძლიერი დატვირთვა აქვთ, ნიღბებით ხომ ვერ ივარჯიშებენ? გივარჯიშიათ ოდესმე იქ? არ ყოფილხართ? მაშინ ფილმებში ნახეთ, რას აკეთებენ იქ ადამიანები. იქ ადამიანები ინტენსიურად ვარჯიშობენ. ინტენსიური ვარჯიშის დროს ასევე ინტენსიურად გამოიყოფა ადამიანისაგან ჰაერის ნაკადები“, – განაცხადა იმნაძემ.