ამირან გამყრელიძე: შეგვიძლია, სომხეთს ტესტირებაში დავეხმაროთ, დღეში 500-დან 1000-მდე „პისიარ“ ტესტი ჩავუტაროთ
დაავადებათა კონტროლის ერონული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დღეს საქართველოსა და სომხეთის ჯანდაცვის მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართება და სომხეთის დახმარების საკითხთან დაკავშირებული დეტალები გაირკვევა.
მისივე თქმით, საქართველოს შეუძლია, სომხეთს დღეში 500-დან-1000 PCR ტესტამდე ჩაუტაროს.
„მე როგორც ვიცი, დღეს სომხეთისა და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრებს შორის უნდა შედგეს სატელეფონო საუბარი და სომხეთის დახმარების საკითხთან დაკავშირებული დეტალები იქ გაირკვევა. მე შემიძლია, დაავადებათა კონტროლის ცენტრის კომპეტენციით გითხრათ, რომ შეგვიძლია ტესტირებაში დახმარება. დღიურად 500-დან 1000 – PCR ტესტამდე შეგვიძლია, ჩავუტაროთ სომხეთს. ჩვენ შევთავაზეთ ეს, რომ შეგვიძლია ან ტესტირება ჩავატაროთ 500-დან-1000-მდე თუ ნიმუშები გვექნება, იცით რომ 4 საათის გზაა და 24 საათში შეგვიძლია პასუხი მივცეთ ან მეორე, ვაჩუქოთ, დაახლოებით, 10 ათასი PCR ტესტი”, – განაცხადა გამყრელიძემ.