“კორონავირუსის გუშინდელმა 5-მა შემთხვევამ შეგვაშფოთა, რადგან პირველად წყაროზე ვერ გავდიოდით, 5-დან ერთის წყარო, დიდი ალბათობით, დადგენილია, დანარჩენზე ეპიდკვლევები მიმდინარეობს”

“კორონავირუსის გუშინდელმა ხუთმა შემთხვევამ შეგვაშფოთა, რადგან პირველად წყაროზე ვერ გავდიოდით, 5-დან ერთის წყარო, დიდი ალბათობით, დადგენილია, დანარჩენზე ეპიდკვლევები მიმდინარეობს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გამყრელიძე მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ მოუწოდებს.

“იცით, რომ ჩვენ გუშინ დაგვიფიქსირდა 6 ახალი შემთხვევა. ერთი გახლავთ კარანტინიდან. ეთნიკურად ქართველი, მაგრამ რუსეთის მოქალაქე, რომელიც შემოვიდა ლარსის საზღვრიდან. იცით, რომ ყველა შემოსული ექვემდებარება სავალდებულო კარანტინს, კარანტინში განვითარდა სიმპტომები და დადგინდა კოვიდი. დანარჩენმა ხუთმა შემთხვევამ გუშინ გარკვეულად შეგვაშფოთა, რადგან პირველად წყაროზე ვერ გავდიოდით. ამ ხუთიდან ერთის წყარო გარკვეულად, დიდი ალბათობით, დადგენილია, ხოლო დანარჩენ ოთხზე მიმდინარეობს ჩაღრმავებული ეპიდკვლევა. მათი პირველადი კონტაქტების, საკმაოდ დიდი რაოდენობის კვლევა მიმდინარეობს, მიმდინარეობს ასევე მეორადი, მესამედი კონტაქტების მოძიება, მათი ნიმუშების აღება და ტესტირება.

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ასევე ამ ოთხ შემთხვევაზეც გავალთ პირველად წყაროზე და მოხდება კლასტერების უახლოეს მომავალში დახურვა. თუმცა 4-5-6 შემთხვევა არ გახლავთ ბევრი, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ადვილად მართავს, მაგრამ ეს არის პირველადი ნიშანი, რომ ინფექცია ცირკულირებს და თუ არ დავიცავთ რეკომენდაციებს ამ შემსუბუქების ფონზე, რასაც იძლევა ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი,შეიძლება დავდგეთ საფრთხის წინაშე. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ შეგვექმნება ილუზია, რომ ჩვენ კოვიდი უკვე დვამარცხეთ. პანდემია გრძელდება მთელს მსოფლიოში. საქართველო ამ სამყაროს ნაწილია, კოვიდი არ დაგვიმარცხებია, პანდემია ცირკულირებს და არავინ იცის, განსაკუთრებით – ამ შემსუბუქების პერიოდში, სად, როდის იჩენს ის თავს“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები