კახა კუჭავა: მთელი დოკუმენტი ხაზს უსვამს იმ სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომელიც აშშ-სა და საქართველოს შორის უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა

„მთელი დოკუმენტი განსაკუთრებით ხაზს უსვამს იმ სტრატეგიულ ურთიერთობებს, რომელიც უპრეცედენტოდ მაღალ დონეზეა საქართველოსთან და მოუწოდებს, მაქსიმალურად გაძლიერდეს და კიდევ უფრო გამყარდეს ეს ურთიერთობები”, – ასე გამოეხმაურა 13 რესპუბლიკელი კონგრესმენის ანგარიშს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, კახა კუჭავა.

მისი თქმით, ამ დოკუმენტის მთელი პათოსის ფონზე ის ერთი წინადადება, რომელმაც გამოიწვა ასეთი აჟიოტაჟი, მთლიანად ამოგდებულია კონტექსტიდან. მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მთავარი მიღწევა სტაბილურობაა და ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენი ქვეყნის მოკავშირეა.

„ჩვენი ხელისუფლების ოპონენტების დაბალი რეიტინგი, რომელიც მათ შიდა კვლევებით აქვთ, ცალსახად მიუთითებს, რამდენად გაააქტიურეს ყველა არხი, რომ ბოლომდე შეძლონ დისკრედიტაცია იმ მთავარი მიღწევებისა, რომლებიც ქვეყნას აქვს და, პირველ ყოვლისა, ეს არის ის, რაზეც არის ხაზგასმა – სტაბილურობა, რომელიც ამ მთავრობის ხელში ჩვენმა ქვეყანამ ცალსახად წარმოაჩინა და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი – აშშ ამ კუთხით ჩვენი მოკავშირეა და აგრძელებს ჩვენთან ერთად თანამშრომლობას”, – განაცხადა კახა კუჭავამ.​

ცნობისთვის, აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითმა კომიტეტმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია​ გამოაქვეყნა სახელწოდებით – „ამერიკის გაძლიერება და გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლა“.

ანგარიშის ავტორები არიან კომიტეტის თავმჯდომარე – მაიკ ჯონსონი და კომიტეტის ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო საქმეთა საკითხებში სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე – ჯო უილსონი. დოკუმენტში საუბარია საქართველოს შესახებაც.

კერძოდ, ანგარიშში საქართველო ნახსენებია რუსული პროპაგანდის შეკავებისა და წარმომადგენელთა პალატის მიერ დამტკიცებული საქართველოს მხარდამჭერი აქტის კონტექსტში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები