“თეგეტა მოტორსის” თანამშრომელს, რომელსაც COVID-19 დაუდასტურდა, მომხმარებელთან შეხება არ ჰქონია”

“თეგეტა მოტორსის” ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც ცენტრალურ ოფისში მუშაობდა, საოფისე საქმიანობას ასრულებდა და არანაირი შეხება არ ჰქონდა მომხმარებელთან – COVID-19 დაუდასტურდა”, – ამის შესახებ კომპანიის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელმა, თორნიკე გურულმა განაცხადა.

მისივე თქმით, პაციენტი ბოლო ერთ კვირას თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

“თეგეტა მოტორსის” ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც ცენტრალურ ოფისში მუშაობდა, საოფისე საქმიანობას ასრულებდა და არანაირი შეხება არ ჰქონდა მომხმარებელთან – COVID-19 დაუდასტურდა. ის ბოლო ერთი კვირის განმავლობაში სამსახურში არ დადიოდა და იზოლაციაში იმყოფებოდა. შესაბამისად, ყველა ის თანამშრომელი, რომელსაც 7 დღეზე უკან ჰქონდა მასთან შეხება, უკვე გადავიდა იზოლაციაში. მათ უკვე ჩაუტარდათ ტესტირება, თუმცა ველოდებით 2 კვირის გასვლას. ამის შემდეგ კი ზუსტი მონაცემი გვეცოდინება”, – განაცხადა თორნიკე გურულმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები