კახა კალაძე: პარლამენტის წინ ვხედავდით პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ცდილობდნენ, ახალგაზრდები შეცდომაში შეეყვანათ

„არ მომისმენია, არ ვიცი, რამდენი იქნება, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს”, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ 20 ივნისს დაგეგმილი აქციის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელმაც აქციას “200 ნაციონალის შეკრება” უწოდა.

კალაძის თქმით, საქართველოში ადამიანებს საკუთარი მოსაზრებების გამოხატვის შესაძლებლობა აქვთ.

„არ მომისმენია, არ ვიცი, რამდენი იქნება, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ამ ქვეყანაში ადამიანებს აქვთ შესაძლებლობა, თავიანთი მოსაზრებები გამოხატონ და მათ ამაში ხელს ვერავინ შეუშლის“, – აღნიშნა კალაძემ.

კითხვაზე, ფიქრობს თუ არა ის, რომ ეს „ნაციონალების“ აქცია იქნება და არა იმ აქტივისტების, რომლებიც გასული წლის 20 ივნისს, რუსეთის დუმის წევრ გავრილოვის ვიზიტს აპროტესტებდნენ, კალაძემ უპასუხა, რომ იმ დროს პარლამენტში შეჭრის მცდელობა იყო.

„პარლამენტის წინ ჩვენ ასევე ვხედავდით პოლიტიკურ ლიდერებს, რომლებიც ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ ახალგაზრდები და პარლამენტში შეჭრას, შევარდნას ცდილობდნენ. ამის აღიარებითი ჩვენებაც არსებობს პირდაპირ სატელევიზიო ეთერში“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები