რეგულაციების გათვალისწინებით, სპორტული კომპლექსები გაიხსნება

“სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან გახსნისთვის საჭირო რეგულაციებზე ვიმსჯელეთ, – ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა, მიხეილ დაუშვილმა კორონავირუსის პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეკომენდაციებზე ბიზნესთან სექტორული შეხვედრის ფარგლებში განაცხადა.

დღეს მიხეილ დაუშვილმა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა – ბექა ფერაძემ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ – შალვა გოგოლაძემ ქსელური სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან დარგისთვის კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის შესამუშავებელი რეკომენდაციები განიხილეს.

შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება სამუშაო პლატფორმა, რომლის ფარგლებშიც სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებთან კოორდინაციით შემუშავდება დარგის სპეციფიკაზე მორგებული რეკომენდაციები.

„ვაგრძელებთ ბიზნესთან სექტორულ შეხვედრებს და ვმუშაობთ იმ ეკონომიკური სექტორების გახსნისთვის, რომლებიც ამ დრომდე დაკეტილია. დღეს შევხვდით სპორტული კომპლექსების წარმომადგენლებს და შევთანხმდით სამუშაო პროცესზე. სამუშაო პლატფორმის ფარგლებში შემუშავდება ბიზნესისთვის პრაქტიკაში აღსრულებადი რეგულაციები, რომელთა დაცვითაც მოხდება სპორტულ-გამაჯანსაღებელი სექტორის გახსნა”, – განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.

შეხვედრას 20-მდე ფიტნეს დარბაზის, ღია და დახურული აუზის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები