ემზარ კვიციანი პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს

“პატრიოტთა ალიანსის” ერთ-ერთი ლიდერი, ემზარ კვიციანი პარლამენტს ბოიკოტს უცხადებს. როგორც მან დღეს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, ის ამერიკის საელჩოში მოთხოვნით მივა, რომ საზოგადოებას წართმეული თავისუფლება დაუბრუნონ.
“ბატონო თავმჯდომარე, მოგმართავთ თქვენ ბოლო დროს ჩემ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც რაღაცნაირად გააშუქა ჩვენმა მოღალატე ჟურნალისტებმა. პრემიერს ველაპარაკე, თანადგომა აღმითქვა სამართლიანობის აღდგენაში.
ხვალიდან ბოიკოტს ვაცხადებ, პარლამენტში აღარ გამოვალ.
​მივდივარ ამერიკის საელჩოსთან, რომ ზეწოლა მოახდინონ ხელისუფლებაზე, მოთხოვნით – დაგვიბრუნეთ წართმეული თავისუფლება”, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები