მეუფე შიო: პატრიარქის მოღვაწეობა დასტურია, რომ ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს
“ილია მეორის მოღვაწეობა არის დასტური, რომ ქვეყანასა და ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს და სუფევს”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირმა განაცხადა.
მან მრევლს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა.
„ეს არის დღე, ჩვენი წმინდა ეკლესიის დაბადებისა, ეს არის დღე, რის გამოც, უფალი იესო ქრისტე მობრძანდა ამ ქვეყნად, რის გამოც განკაცდა.
ჩვენ დღეს განსაკუთრებით ერთად, ყველამ მივულოცოთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ეს დღე, რადგან მისი საპატრიარქო მოღვაწეობა არის დასტური იმისა, რომ ჩვენს ქვეყანაში და ეკლესიაში სულიწმინდა მოქმედებს და სუფევს, რადგან მთელი მისი მოღვაწეობა არის სულიწმინდის მადლით გაჯერებული“, – განაცხადა მეუფე შიომ.