ამირან გამყრელიძე: კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა საკარანტინე სივრციდანაა
“საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ერთი ახალი დადასტურებული შემთხვევა საკარანტინე ზონას უკავშირდება”,- ამის შესახებ “კვირას” დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 11-ით გაიზარდა.
შესაბამისად, საქართველოში კოვიდინფიცირების სულ 809 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 674 უკვე გამოჯანმრთელდა.