მეუფე გრიგოლი: სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ მეუფე პეტრე ცაავას სინანულს
ჭყონდიდისა და მარტვილის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლ კაციას თქმით, ამავე ეპარქიის ყოფილი მიტროპოლიტისთვის, მეუფე პეტრე ცაავასთვის წოდების ჩამორთმევას სინოდის სხდომაზე იგი მხარს დაუჭერს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს დღეს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ განუცხადა.
“სინოდზე რა განიხილება პატრიარქი გვეტყვის მე არ ვიცი,
თუ მეუფე პეტრე ასე გააგრძელებს, როგორც აგრძელებდა დღემდე, თუ პატრიარქი დასვამს შეკითხვას ჩვენ განვიხილავთ სინოდზე. სამწუხაროდ, მე ვერ ვხედავ მეუფე პეტრეს სინანულს, სამწუხაროდ, ბევრი ამბობს, რომ მე ვიბრძვი სიმართლისვთის, მაგრამ ჭეშმარიტება მარტო ღმერთია”,- განაცხადა მეუფემ.
მიტროპოლიტი ბალდის ეკლესიის წინამძღვარს მამა ათინოგენეს საღვთო ლიტურგიის შეჩერება-აღდგენის საკითხსაც გამოეხმაურა. მეუფეს განმარტებით, სასულიერო პირს საღმრთო ლიტურგიის ჩატარების უფლებას მაშინ აღუდგენს, როცა იგი მიტევებას ითხოვს და უწმინდესს ლოცვებში მოიხსენიებს.
“ეკლესიაში არის იერარქია, ეკლესიაში არის ტიპიკონი, რჯული და ზოგადად ვინც დადის ეკლესიაში უნდა იცოდეს რომ ყველა მღვდელმსახურება, ყველა მღვდელი, უნდა აიღოს კურთხევა თუ ნათლობაა, თუ ჯვრისწერაა მითუმეტეს თუ წირვაა უნდა აიღოს კურთხევა ეპისკოპოსისგან. არ შეიძლება მსახურება ჩატარდეს ეპისკოპოსის გარეშე. სრულყოფილი მსასურება არის იქ, სადაც ეპისკოპოსი არის. არქიმანდრიტი ათინოგენე აღიკვეცა პატრიარქის ლოცვა კურთდევით, მღვდალ აკურთხეს პატრიარქის ლოცვა კურთხევით, იღუმენობის ხარისხი მიანიჭეს პატრიარქის ლოცვაკურთხევით. ბალდის ეკლესია დაარსდა პატრიარქის ლოცვა კურთხევით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რომ პატრიარქს საქართველოს ფარგლებს გარეთაც იხსენებიებენ ლოცვებში.გამოდის ერთი არქიმანდრიტი ბალდაში და ამბობს ვერ მოვიხსენიებო.ეს არის დიდი შეცდომა, დანაშაულია და ეს ისჯება კანონით.
ამ ეტაპზე ის არის მღვდელი და არ აქვს უფლება ჩაატაროს მღვდელმსახურება. წოდება აქვს. მას ქონდა განცდები და მეუბნებოდა რომ პატრიარქის მიმართ აზრები მაწუხებსო.მე ვუთხარი ჩვენი საქმე არის ლოცვა, წირვა და მთავარი სიტყვა ეკლესიაში არის –
უფალო შეგვიწყალენ.
თუ მეტყვის მოვიხსენებ წირვებზე პატრიარქს და იტყვის შემინდეთო დაუბრუნდება უფლება”,- განაცხადა მეუფე გრიგოლ კაციამ.