ტაძრისში საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყო

ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ტაძრისში, ერთ-ერთ უბანში 700მ სიგრძის რკინა-ბეტონის კაპიტალური გზა იგება. როგორც “რეგიონულ კვირას” მერიიდან აცნობეს, სოფელში სანიაღვრეები, ცხაურები და ეზოების შესასვლელი მონაკვეთებიც მოეწყობა.

პროექტს ადგილზე მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით ზაალიშვილი, საკრებულოს მოვალეობის შემსრულებელი, ოთარ არბოლიშვილი და მერის მოადგილე, ბუბა ბერიძე გაეცნენ.

“გზის მოწყობის სამუშაოები აღნიშნულ უბანში პირველად ხორციელდება. პროექტის შედეგად, ადგილობრივები კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ”,- განაცხადეს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში.

გარდა ამისა, სოფელ ტაძრისში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბიბლიოთეკის შენობის პირველ სართულს, შეხვედრებისთვის განკუთვნილ შენობაში კი ცეკვისა და სპორტის გაკვეთილებისთვის შესაბამისი სივრცეები მოეწყო. ამჟამად ობიექტებზე დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები