გორის მერმა ლიდია ნემსაძეს 100 წლის იუბილე პირადად მიულოცა

გორის მერი – კონსტანტინე თავზარაშვილი, მოადგილესთან – პაატა ივანიშვილთან ერთად, იუბილარ უხუცეს ქალბატონს ლიდია ნემსაძეს ესტუმრა.

გორში მცხოვრებ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს დღეს 100 წელი შეუსრულდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იუბილარს დაბადების დღე მიულოცეს, დღეგრძელობა უსურვეს და საჩუქრად 1000 ლარიანი ვაუჩერი გადასცეს.

“თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო. გორის მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის ერთ-ერთი მუხლი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 100 წელს გადაცილებულ უხუცესი ადამიანების დახმარებას ითვალისწინებს. აღნიშნული დახმარებთ მიმდინარე წელს უკვე 5 მოქალაქემ ისარგებლა”, ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებაში.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ლიდია ნემსაძეს დაბადების დღე ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურის შიდა ქართლის სამმართველოს წარმომადგენლებმაც მიულოცეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები