“ლავასოღლის” ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა გონიოში გზა გადაკეტეს

მინდია გორაძის, იგივე “ლავასოღლის” საქართველოში ექსტრადირების მოთხოვნით, აქციის მონაწილეებმა გონიოში გზის სავალი ნაწილი გადაკეტეს.

ბათუმი-სარფის ცენტრალურ ავტომაგისტრალზე საავტომობილო მიმოსვლა ამ დროისთვის შეფერხებულია. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, რომლებიც ცდილობენ, მოძრაობა ორმხრივად არ შეწყდეს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, თურქეთის საპყრობილეში ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის 2018 წელს დაკავებული ,,კანონიერი ქურდი” არაადამიანურ პირობებში იმყოფება. ახლობლებმა და ოჯახის წევრებმა მისი სამშობლოში ექსტრადირების თხოვნით იუსტიციის სამინისტროსა და პროკურატურას არაერთხელ მიმართეს, თუმცა პასუხი ამ დრომდე ვერ მიიღეს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მინდია ლავასოღლის ახლობლებისა და ოჯახის წევრების საპროტესტო აქცია 1-ელი ივნისიდან მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები