შუახევის მერი ფურტიოში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო

შუახევის მერი, ფრიდონ ფუტკარაძე მოადგილე ომარ ტაკიძესთან ერთად ფურტიოში იმყოფებოდა. მან ადგილობრივ მოსახლეობას დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები გააცნო და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ფურტიოს ცენტრის კეთილმოწყობის სამუშაოები აქტიურ ფაზაშია.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოეწყობა: ფანჩატური, სველი წერტილი, გარე განათება, საყრდენი კედელი და გაზონი.

“გზის სავალ ბილიკებზე დაეგება ბეტონის საფარი, ტერიტორია მოპირკეთდება დეკორატიული ფილებით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლის ადმინისტრაციული შენობის გარე ფასადს. პროექტზე 63.771 ლარამდე დაიხარჯება. ინფრასტრუქტურული ღონისძიებების ფარგლებში ფურტიოს ბაგა-ბაღის ეზოს კეთილმოწყობითი სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი ითვალისწინებს საყრდენი კედლის, სანიაღვრე არხის, ლითონის მოაჯირის, დეკორატიული ბილიკებისა და ხელოვნური საფარის მოწყობას. მოედანი აღიჭურვება ატრაქციონებით. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 43 599 ლარია. დასრულდა: საყრდენი კედლის მოწყობითი სამუშაოები დასრულდა თეონა ნაკაშიძის საცხოვრებელ სახლთან. ინფრასტრუქტურული პროექტი, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, მეწყერს საწინააღმდეგო ზონაში პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით განხორციელდა. პროექტები, ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებით სრულდება. სამუშაოებზე დასაქმებულია ადგილობრივი მოსახლეობა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები