ეკა ბერიძე: რატომ არ გავრცელდა მასობრივად კოვიდი საქართველოში? მოხდა სინერგია ხელისუფლების, ჯანდაცვის მენეჯერების, მედიკოსებისა და საქართველოს შეგნებული მოქალაქეების

“რატომ არ გავრცელდა მასობრივად კოვიდი საქართველოში? – მოხდა სინერგია ხელისუფლების, ჯანდაცვის მენეჯერების, მედიკოსებისა და საქართველოს შეგნებული მოქალაქეების”, – ჟურნალისტი ეკა ბერიძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც არგუმენტებულად საუბრობს „კოვიდთან” ბრძოლაში საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებზე.

მისი თქმით, იმ წუთიდან, როცა ქვეყანაში პირველი კოვიდშემთხვევა დაფიქსირდა, ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს ყოველდღიურ რეჟიმში ანგარიშს გვაბარებდნენ – საქართველოს პრემიერი, ჯანდაცვის მინისტრი, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანლები, კოვიდთან ბრძოლაში ჩართული კლინიკების ექიმები.

ეკა ბერიძის “ფეისბუქპოსტს” უცვლელად გთავაზობთ.

„კოვიდთან ბრძოლის საქართველოს ფორმულა – იმარჯვებს ის, ვისთვისაც მთავარი ფასეულობა ადამიანის სიცოცხლეა.

როდესაც დეკემბრის ბოლოს ერთ-ერთი საერთაშორისო სააგენტოს ალერთი მომივიდა იმასთან დაკავშირებით, რომ ჩინეთის პროვინცია უჰანში ექიმები ახალი ვირუსის აღმოჩენის შესახებ იუწყებოდნენ, ვერც კი დავუშვი, რომ ეს ვირუსი საქართველომდე ჩამოაღწევდა. როცა ჩინეთმა სტატისტიკის გამოქვეყნება დაიწყო, სულ მიკვირდა, ამდენი ხნით სად იკარგებოდნენ დაავადებული ადამიანები, მათი რიცხვი არ მცირდებოდა, თუმცა უხვად ემატებოდნენ ახალი ინფიცირებულები და გარდაცვლილები. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ნელი ტემპით მატულობდა.

როცა „კოვიდ 19″-მა გავრცელება სხვა ქვეყნებშიც დაიწყო და გასაგები გახდა, რომ ის აუცილებლად ჩამოაღწევდა ჩვენთან, გულწრფელად მეგონა, რომ ჩვენი ქვეყანა ამ ვირუსს ვერ გადაიტანდა, რადგან თვალსაჩინო იყო, როგორ ჩამოიშალა ჰიპერგანვითარებული სახელმწიფოების ჯანდაცვის სისტემები. ბოდიშს ვიხდი, რომ ასე მეგონა. ბოდიშს ვუხდი ყველა იმ ადამიანს, ვისმა გონიერებამ, ცოდნამ, გამოცდილებამ, თავდადებამ ჩვენი ქვეყანა აქცია ერთ-ერთ გამონაკლისად, რომელმაც ძალიან სწრაფად, ძალიან ეფექტიანად და უმცირესი მსხვერპლით აჯობა ვირუსს, ყოველ შემთხვევაში – ამ ეტაპზე. თუმცა ეს ადამიანები არ მიიჩნევენ, რომ გაიმარჯვეს, განსხვავებით, მაგალითად, ახალი ზელანდიისგან, სადაც ოფიციალურად გამოაცხადეს გამარჯვება, თუმცა სწორედ იმ დღეს დაემატათ 4 ინფიცირებული. დღეს მათი სტატისტიკა ასეთია – მოსახლეობის რაოდენობა 4 მილიონ 900-მდე, ინფიცირებულების საერთო რაოდენობა 1504, 22 გარდაცვლილი, 1481 გამოჯანმრთელებული.

საქართველოს კოვიდსურათი ამჟამად ასე გამოიყურება – მოსახლეობა – 3 მილიონ 989, ინფიცირებულების საერთო რაოდენობა – 801, გარდაცვლილი – 13, გამოჯანმრთელებული – 650, დღეს დაგვემატა 4 ინფიცირებული, გუშინ – მხოლოდ 1. სამწუხაროდ, უფრო მეტი, საქართველოს 16 მოქალაქე გარდაიცვალა საზღვარგარეთ.

ახალი ზელანდიის პრემიერი ამ ვითარებაში გამარჯვებას ზეიმობს, ჩვენი პრემიერი ამბობს, რომ პანდემია საქართველოში, ისევე როგორც გლობალურად, არ არის დამარცხებული.

რადგან ყველაფერი შედარებითია, მოდით, შევადაროთ ვითარება საქართველოში ვითარებას ჩვენს მოსაზღვრე ქვეყნებში – რუსეთი – 441 108 ინფიცირებული, 5 384 გარდაცვლილი; თურქეთი – 167 410 ინფიცირებული, 4 630 გარდაცვლილი; 9 მილიონ 981-მოსახლიანი აზერბაიჯანი – 6 522 ინფიცირებული, 78 გარდაცვლილი, გუშინ აზერბაიჯანში კიდევ მეტად გამკაცრდა საკარანტინე რეჟიმი. 2 მილიონ 965-მოსახლიანი სომხეთი – 11 221 ინფიცირებული, 176 გარდაცვლილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები