კახეთში ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით 1 პირი დააკავეს (ვიდეო)

შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული ზ.მ. ცეცხლსასროლი იარაღის, ასაფეთქებელი მოწყობილობისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული  თავისუფლების 4-დან 7 წლამდე ვადით  აღკვეთას ითვალისწინებს.

“სამართალდამცველებმა ზ.მ. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში იმ დროს დააკავეს, როდესაც იგი​ თელავი-გურჯაანის დამაკავშირებელ გზაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა. პოლიციამ დაკავებულის პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისა სავარაუდო იარაღი, საბრძოლო მასალა და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს”, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები