ოკუპირებულ აფხაზეთში აცხადებენ, რომ თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იარაღის უკანონო გადაზიდვის მცდელობა აღკვეთეს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, აფხაზმა და რუსმა მესაზღვრეებმა რესპუბლიკიდან საქართველოში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო გადატანის მცდელობა აღკვეთეს.

აღინიშნება, რომ ე.წ. საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე საბრძოლო მასალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით აღიძრა.

დაკავებული ე.წ. საგამოძიებო იზოლატორშია მოთავსებული. სხვა დეტალები უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები