ბოლნისში, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ბოლნისის მუნიციპალიტეტში, კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ბოლნისის მერიიდან აცნობეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, კონსტანტინე კორძაძესთან ერთად სოფელ ფარიზში გზის მოწყობისა და სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა.

სოფელში 500 გრძივ მეტრზე ასფალტო-ბეტონის გზა დაიგება, ინფრსატრუქტურული პროექტის ფარგლებში, 400 გრძივ მეტრზე ასევე სარწყავი არხის რეაბილიტაციაც მოხდება. სამუშაოები „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა“ და ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინასებით ხორციელდება. პროექტის სრული ღირებულება 370 000 ლარს შეადგენს.

ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურულ ობიექტზე, სარწყავი არხის ბეტონირების სამუშაოები მიმდინარეობს, რის შემდეგაც სავალ გზაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგების პროცესი დაიწყება.

ინფრასტრუქტურული სამუშაო ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება.

,,ბოლნისის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს. დღეს სოფელ ფარიზში გზის მოწყობის სამუშაოები მოვინახულეთ, სოფელში ასევე სარწყავი ქსელის რეაბილიტაციაც განხორციელდება, რაც ადგილობრივებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ თანადაფინასებით ხორციელდება და მისი ღირებულება 370 000 ლარს შეადგენს. პანდემიის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ობიექტებზე უსაფრთხოების დაცვა, ჩვენი მუნიციპალური სამსახურები ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობისას პერმანენტულ კონტროლს ახორციელებენ, რათა ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები სრულად იქნას შესრულებული.
2020 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის, “სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა” და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ დაფინანსებით, ჩვენს მუნიციპალიტეტში დაახლოებით 12 მილიონი ლარის ღირებულების 120 ინფრასტრუქტურული პროეტის განხორციელება იგეგმება”, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები