ხეთაში გზების ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა მიმდინარეობს

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე – ლუდუკ (ნუკრი) ხასიამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე – ედიშერ ჯობავამ, მერის მოადგილე – ვარაზ გაბედავამ, საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა მამაცაშვილმა და ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებმა ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, წინაგოლისა და კორცხოს უბნებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერეს.

წინაგოლის უბანში 3. 300 კმ. გზის მონაკვეთზე ეწყობა ასფალტო-ბეტონის საფარი, სამუშაოებს შპს „პალადა“ ახორციელებს და მისი ღირებულება 897268 ლარია, ხოლო კორცხოს უბანში 2.800 კმ. გზის მონაკვეთზე ცემენტო ბეტონის გზა იგება. აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს შპს „მიმდემი“ ახორციელებს. მისი საერთო ღირებულება 1486988 ლარს შეადგენს.

ორივე ინფრასტრუქტურული პროექტი გარდამავალია. ორივე უბანში მიმდინარე სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები