მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევიდან ერთი ე.წ. საბურთალოს კლასტერიდანაა, სამი კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 4 ახალი დადასტურებული შემთხვევიდან ერთი “საბურთალოს კლასტერიდანაა”, დანარჩენი სამი კი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.

მისივე თქმით, სატვირთოს მძღოლები საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

“4 ახალი დადასტურებული შემთხვევა შემოგვემატა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 6-ით გაიზარდა, ეს არის უკვე 80% გამოჯანმრთელებული. ამ ეტაპზე კოვიდცენტრეში 147 კოვიდდადასტურებული მკურნალობს.

4 ახალი შემთხვევიდან ერთი არის დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტი, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან. დანარჩენი სამი სატვირთო ავტომობილების მძღოლები არიან. ეს არის შემოტანილი შემთხვევა, ანუ იმპორტირებული, არ არიან საქართველოს მოქალაქეები.

ჩვენს ცენტრში 57 დადასტურებული შემთხვევაა, გუშინ ორი ახალი პაციენტი შემოგვემატა. ისინი ჩვენთან მკურნალობაზე მყოფი პაციენტების ოჯახის წევრები არიან, ეს არის საბურთალოს კლასტერი. ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა და კლინიკა დატოვა. მძიმე და პრობლემური პაციენტები არ გვყავს. ძირითადად, საშუალო სიმძიმის პაციენტები ჭარბობს, მცირე რაოდენობით არის მსუბუქი მიმდინარეობა. საბურთალოს კლასტერიდან დადასტურებული შემთხვევების ოჯახის კიდევ ერთ წევრს, რომელსაც ტესტირება გუშინ ჩაუტარდა, კორონავირუსი არ დაუდგინდა. საბურთალოს ინფიცირებული პაციენტების ჯგუფიდან ჩვენს კლინიკაში დაახლოებით 20-ზე მეტი პაციენტია მოთავსებული”, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები