მეჯვრისხევში ახალი სკოლა აშენდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. სამუშაო პროცესი შიდა ქართლის რწმუნებულმა – გიორგი ხოჯევანიშვილმა და რწმუნებულის პირველმა მოადგილემ – სიმონ გულედანმა დაათვალიერეს.

სკოლის მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს, რაზეც 2,5 მლნ. ლარია განსაზღვრული. საჯარო სკოლა150 მოსწავლეზეა გათვლილი. პროექტის ფარგლებში, შენობის გარდა, მოეწყობა ეზო და სპორტული მოედანი. ახალი ინფრასტრუქტურით სარგებლობას სკოლის მოსწავლეები სექტემბრიდან შეძლებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები