სამტრედიაში შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს
მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მასშტაბით შიდა სასოფლო გზების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.
აღნიშნულის შესახებ “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
” სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერმა – ვალერი ფოცხვერიამ ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან -ზურა გოგიასთან ერთად ღანირის ადმინისტრაციულ ერთეულში, ელიავას მინდვირის მიმდებარედ, ღაღანიძეების უბნის მიმართულებით ბეტონის საფარის დაგების სამუშაოები და ჯიხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულში, ყაზბეგის, ჯიქთ-უბნისქ და ეზოს-ხატის მიმართულებით ასფალტის დაგების სამუშაოები დაათვალიერა. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანიები – ,,საგზაო” და ,,არქეოპოლისი” ასრულებენ”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.