ხობში სახელმწიფო სუბსიდიით 390-მა ბენეფიციარმა ისარგებლა
აგროდიზელით ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სუბსიდიით ხობის მუნიციპალიტეტის მცხოვრებმა 390 -მა ბენეფიციარმა უკვე ისარგებლა.
როგორც “რეგიონულ კვირას” მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, მოქალაქეებს ბარათის მიღება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხობის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრსა და ჭალადიდის საზოგადოებრივ ცენტრში შეუძლიათ.
“პროგრამის ფარგლებში, დიზელის საწვავის შეღავათიან ფასად შეძენას შეძლებენ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 0,25-დან 100 ჰექტარი ფართობის მიწის ნაკვეთის მფლობელი ფიზიკური და იურიდიული პირები. საწვავის ლიმიტი 1 ჰექტარზე 150 ლიტრის ოდენობით განისაზღვრა. პროგრამის მიზანია, ხელი შეუწყოს პირველადი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდას, რაც, თავის მხრივ, სასურსათო უზრუნველყოფასა და პროდუქციის თვითღირებულებაზე დადებითად აისახება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.