ფუტკარაძეები ახალი სამანქანე გზით წელს პირველად ისარგებლებენ

დღვანის თემში, სოფელ ლომანაურში მცხოვრები რამინ და როლანდ ფუტკარაძეები საავტომობილო გზით წელს პირველად ისარგებლებენ.

როგორც “რეგიონულ კვირას” შუახევის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, უბანი, სადაც სამანქანე გზა არასოდეს ჰქონიათ, ოჯახები საჭირო მარაგს წლების განმავლობაში ხელით ეზიდებოდნენ და შემოვლითი გზით სარგებლობდნენ.

“წლების განმავლობაში არსებული პრობლემა ფუტკარაძეებს მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივითა და მხარდაჭერით მოუგვარდებათ. საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტის ფარგლებში, გაიჭრა ახალი სამანქანე გზა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 880 ლარამდე დაიხარჯება. სამუშაოებს შპს ,,მეგა+“ აწარმოებს”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები