ინდოეთში მეწყერი ჩამოწვა, სულ მცირე, 20 ადამიანია დაღუპული

ინდოეთში, ასამის შტატში მეწყერი ჩამოწვა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანია დაღუპული, – იტყობინება ტელეარხი NDTV.

ადგილზე მაშველებია გაგზავნილი.

ასევე, ვრცელდება ინფორმაცია დაშავებულთა შესახებ, თუმცა მათი ზუსტი რიცხვი, ჯერჯერობით, უცნობია.

აღინიშნება, რომ შტატს ტაიფუნი “ამპანი” დაატყდა, რასაც გადაუღებელი წვიმები, მდინარეების ადიდება და მეწყრული პროცესები მოჰყვა.

ბოლო მონაცემით, მდინარეებმა 24 ათასზე მეტი ჰექტარის ფართობი დატბორა, წაღებულია გზები, ხიდები და ინფრასტრუქტურა.

შტატის ხელისუფლების მონაცემით, სტიქიის შედეგად 372 ათასზე მეტი ადამიანი დაზარალდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები