ახალციხის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 36 წლის კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. “რეგიონული კვირის” ინფორმაციით, სოფელ წნისთან მომხდარი ავარიის შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა.
“მაღალი სიჩქარით მოდიოდა, ბორდიულს შეასკდა და ადგილზე გარდაიცვალა”, – განუცხადეს “რეგიონულ კვირას” სოფელ მუგარეთში.
შსს-ს თანამშრომელი ავარიის მომენტში სამსახურეობრივ მოვალეობას არ ასრულებდა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 76-ე მუხლის მე–6 ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.