მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა სოფელ მარეთიდანაა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 2 ახალი დადასტურებული შემთხვევა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდანაა.

მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 10 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

“დაგვემატა ორი ახალი შემთხვევა და გვყავს 796 პაციენტი. გამოჯანმრთელდა კიდევ 10 და 634-ია. მათმა რაოდენობამ უკვე 80 პროცენტს მიაღწია. ამ ეტაპზე, კოვიდცენტრებში 150 პაციენტი მკურნალობს. თითქმის სამჯერ ნაკლებია მკურნალობაზე მყოფი პაციენტები გამოჯანმრთელებულებთან შედარებით.

ორი ახალი დადასტურებული შემთხვევა არის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარეთიდან”, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები