სოფელ სარბევში გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – ლაშა გოგიაშვილი მოადგილე  მანუჩარ რობაქიძესთან ერთად,ლ კვახჭირის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” თერჯოლის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, ხელმძღვანელმა პირებმა კვახჭირში მერის წარმომადგენელ – რომან მამრიკიშვილსა და დეპუტატ  მირზა აფრიდონიძესთან ერთად სოფელ სარბევშიმეკხალონის დასახლებაში გზის ბეტონის საფარით მოწყობის სამუშაოები დაათვალიერეს, რომელიც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში,  შპს “ჯეო ბილდის” მიერ ხორციელდება. ასევე, მშენებელი ორგანიზაციის წარმომადგენლებისაგან პროექტის ხარისხისა და ვადების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

როგორც ლაშა გოგიაშვილმა აღნიშნა, 2020 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში მოსახლეობის მიერ შერჩეული 108 პროექტის განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 690 ათასი ლარია განსაზღვრული, კვახჭირში კი ოთხი პროექტი მოეწყობა, რისთვისაც 48 ათასი ლარი დაიხარჯება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები