პესკოვი: საქართველოსთან დიალოგის განვითარების დინამიკა არ გვაქვს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა მოსკოვში დიდ სამამულო ომში გამარჯვების 75 წლისთავთან დაკავშირებულ აღლუმზე საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოსა და უკრაინის ლიდერებთან დიალოგის განვითარების დინამიკა არ შეინიშნება.

“სამწუხაროდ, რიგი კონტაქტების არსებობის მიუხედავად, ჩვენ მაინც არ შეგვიძლია, ვიამაყოთ პოზიტიური დინამიკითა და უმაღლეს დონეზე დიალოგის განვითარებით. ურთიერთობების განვითარების დინამიკა, პირველ ყოვლისა, ამ ქვეყნების მიერ ვალდებულებების შესრულებაზეა დამოკიდებული“, – თქვა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი უკრაინისა და საქართველოს ლიდერებს ყოველწლიურად ულოცავს გამარჯვების დღეს.

„ეს მოძმე, მონათესავე ხალხია, რომელთანაც ჩვენ ღრმა ისტორიული ფესვები გვაკავშირებს. ამ ხალხებს პრეზიდენტი, პუტინი გულწრფელად და ღრმად სცემს პატივს“, – განაცხადა რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები