“მჯერა, ჩვენ ბავშვებს წინ ბევრი ლამაზი დღე ელოდებათ“ – ცაგერის მერმა პატარებს ბავშვთა დაცვის დღე მიულოცა

ცაგერის მუნიციპალიტეტის მერმა – ავთანდილ უგეხელიძემ, მერიის შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან ერთად,  მუნიციპალიტეტში ინკლუზიურ სწავლებაში ჩართულ ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და სასურსათო პაკეტები გადასცა.

მერმა თითოეულ ბავშვს საჩუქარი საკუთარ საცხოვრებელ სახლში მიუტანა და მათ საჭიროებებსაც გაეცნო.

როგორც ცაგერის მერმა “რეგიონულ კვირასთან“  საუბრისას განაცხადა, მუნიციპალიტეტი ბავშვთა საერთაშორისო დღეს წინა წლებში უფრო მასშტაბური ღონისძიებებით ხვდებოდა, მაგრამ წელს, ქვეყანაში შექმნილი სიტუაციის გამო, ასე გადაწყვიტეს ბავშვების გახარება.

“ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს ვულოცავ ჩვენს მომავალ თაობებს. დღე  ჩვენ შევეცადეთ, მუნიციპალიტეტში ინკლუზიურ სწავლებაში ჩართული ბავშვები ამ ფორმით გაგვეხარებინა. მსოფლიოში ყველა ბავშვს ჯანმრთელობასა და ლაღ ბავშვობას ვუსურვებ. მჯერა, რომ ჩვენს ბავშვებს კიდევ უამრავი ლამაზი დღე ელით მომავალში“, – განაცხადა ავთანდილ უგრეხელიძემ.

ცნობისთვის, ცაგერის მუნიციპალიტეტში ინკლუზიურ სწავლებაში სულ 27 ბავშვია ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები