ამირან გამყრელიძე: ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან 15 საავადმყოფოში, 30 კი საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ე.წ. საბურთალოს კლასტერიდან კორონავირუსი 15 ადამიანს აქვს დადასტურებული.

მისივე თქმით, ამ დროისთვის კლასტერის 100-მდე კონტაქტია შესწავლილი და კვლევები კვლავ გრძელდება.

„საბურთალოს კლასტერის 100-მდე კონტაქტი შევისწავლეთ და კიდევ მიმდინარეობს ეს კვლევები. ამ კლასტერში სულ დადასტურდა 15 დადებითი შემთხვევა და გარდა იმისა, რომ ეს 15 ადამიანი გადაყვანილია საავადმყოფოებში, ასევე, 30 ამ კლასტერიდან გადაყვანილია საკარანტინე სივრცეებში“, – განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე თქმით, თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების მაღაზიაში გასვლა დაუშვებელია.

„თუ ადამიანი არის თვითიზოლაციაში, მისი გასვლა წარმოუდგენელია. ეს კონტროლდება და უნდა კონტროლდებოდეს. როგორც გითხარით საბურთალოს კლასტერიდან დიდი ნაწილი – 15 საავადმყოფოში, 30 კი საკარანტინე სივრცეშია გადაყვანილი. 20 ადამიანი “საბურთალოს კლასტერიდან” გადაყვანილია ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში დამატებით კვლევისთვის, ჯერ იქ დადგენილი არ არის პოზიტიურები არიან თუ არა“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები