ამირან გამყრელიძე: შემსუბუქების პროცესში ახალი შემთხვევების მატება მოსალოდნელია, მაგრამ პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ქვეყანაში პროცესები მართვადია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევების ზრდა მოსალოდნელია, თუმცა, მისივე თქმით, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულად კონტროლირებადია.

„ზოგადად, შემსუბუქების პროცესის მიმდინარეობისას ყველა ქვეყანაში დაფიქსირდა შემთხვევათა რაოდენობის მატება. ალბათ, მოსალოდნელია, რომ ჩვენთანაც იყოს, მაგრამ ეს არავითარი პანიკის საფუძველი არ უნდა გახდეს. თუნდაც დღეს, ახალი შემთხვევების 26 რიცხვით მომატება პანიკის არავითარ საფუძველს არ წარმოადგენს, რადგან ყველა ეს შემთხვევა კონტროლქვეშაა. ვიცით, თითოეული კონტაქტი, ვახდენთ თითოეულის სწრაფ იზოლირებას, მკურნალობას და მათი კონტაქტების სწრაფ გამოკვლევას. რა თქმა უნდა, შემსუბუქების პროცესის დროს მოსალოდნელია, იყოს ახალი შემთხვევების მატება, მაგრამ ეს პანიკის საფუძველი არ არის, რადგან ქვეყანაში პროცესები მართვადია და ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სრულ კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ სულ უფრო და უფრო ახალი ჯგუფების ტესტირებას ვაპირებთ, რათა მაქსიმალურად მოვახდინოთ პრევენცია და დროული იდენტიფიცირება, თუ კორონავირუსზე დადებითი შემთხვევა არის“,- განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები