მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 18 სოფელ მუშევანიდან, 4 საკარანტინე სივრციდან, 4 კი ე.წ საბურთალოს კლასტერიდანაა

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის დადასტურებული 26 ახალი შემთხვევიდან 18 სოფელ მუშევანიდან, 4 საკარანტინე სივრციდან, ხოლო 4 ე.წ საბურთალოს კლასტერიდანაა.

“26 ახალი შემთხვევიდან 18 ბოლნისის რაიონის, სოფელ მუშევანიდანაა. ამ სოფლის კვლევა მუდმივად წარმოებს. კვლევისას დადასტურებული შემთხვევების იზოლაციაში და სტაციონარებში მოთავსება ხდება, მაგრამ შემდეგ მათი კონტაქტების კვლევა გრძელდება. კონტაქტების კვლევისთვის საკმარისი არ არის ერთჯერადად მიღებული უარყოფითი პასუხი. აუცილებელია ინკუბაციის პერიოდის დასრულებისას, ანუ მეთოთხმეტე დღისთვის კვლავ დაიტესტონ. აი, ასეთი პაციენტების შემატება გვაქვს ჩვენ, როდესაც არის ბოლნისის წყაროდან მატება. სადღაც 10-14 დღის განმავლობაში გვყავს ხოლმე მომატებული ციფრი 1-2 დღე და შემდგომში ეს ციფრები ყოველთვის ეცემა. იმედია შემდგომი, ყოველი მეთოთხმეტე დღე აღარ გვექნება ასეთი და მოვრჩებით მუშევანის შემთხვევებს.

დანარჩენი 8 შემთხვევიდან, 4 არის საკარანტინო სივრციდან და 4 არის დადასტურებული შემთხვევასთან ეპიდემიოლოგიური კვლევის შედეგად მიღებული, იცით, ახლა სულ „საბურთალოს კლასტერზე“ რომ საუბრობთ. 4 თვის განმავლობაში ძალიან ბევრჯერ იყო „საბურთალოს კლასტერი“, მაგრამ ამაზე აქცენტირება არ ხდებოდა. ამიტომ, მე ამაზე აქცენტირებას არ გავაკეთებ. საბურთალოს წყაროდან მოძიებული პაციენტის კონტაქტი არის მხოლოდ 4“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები