მარიამ ქვრივიშვილი: ტურიზმის ინდუსტრიისთვის დაწესებული რეგულაცია მძიმე ტვირთი არ იქნება

ტურიზმის ინდუსტრიისთვის COVID-19 დაკავშირებული რეგულაციების გამოქვეყნებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ეხმაურება. მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, რეგულაციების დანერგვის პარალელურად ტურიზმის ადმინისტრაცია კერძო სექტორს ტრენინგებს შესთავაზებს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი და სრულებით უსასყიდლო იქნება.
​მისივე თქმით, ახალი რეგულაციები გიდებისთვის, სასტუმროებისთვის, ტურისტული კომპანიებისთვის, სარესტორნო ბიზნესისა და სატრანსპორტო კომპანიებისთვის შემუშავდა.
სპეციალური რეგულაციები კერძო სექტორის აქტიური მონაწილეობით ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების საფუძველზე მომზადდა.
„ჯანდაცვის სამინისტროსთან, ეპიდემიოლოგებთან, კერძო სექტორთან ერთად ძალიან აქტიურად ვმუშაობდით ტურიზმის სფეროში დასანერგ რეგულაციებზე, რომელიც სავალდებულო იქნება სექტორის წარმომადგენლისთვის. რეგულაციები შეეხება სასტუმრო, სარესტორნო ბიზნესს, ასევე ტურისტულ კომპანიებს, გიდებს და ტურისტულ ტრანსპორტს. ჩვენთვის მთავარი იყო, რომ რეგულაციების შექმნისას კერძო სექტორის როლი ყოფილიყო დიდი. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სექტორის წარმომადგენლები ამ რეგულაციების თანაავტორები არიან. მათი ყველა თხოვნა ეპიდემიოლოგებმა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გაითვალისწინეს. ეს არის სრული პასუხისმგებლობით დანერგილი რეგულაციები, რაც პირველ რიგში ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს, ეს არ იქნება მძიმე ტვირთი კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, რომ დანერგონ და შემდეგ სწორად აღასრულონ”,-განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
რეგულაციების შესახებ იხილეთ ბმული:
https://www.moh.gov.ge/ka/news/5096/?fbclid=IwAR32l8N8q5B1GMiNig-iky9bOMKuFb6GN8UxGKJUkKnQ4aIA2Bar_5hceNk

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები