წინსოფელი-ჭილოვანის საავტომობილო გზის მოასფალტება დასრულდა
ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ჭიათურა – წინსოფელი – ჭილოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
პროექტის მიხედვით, საავტომობილო გზის 6 კილომეტრიანი მონაკვეთი მოასფალტდა, მოეწყო სანიაღვრე არხები, გზის სრული მონაკვეთი დაიხაზა და საგზაო ნიშნები დამონტაჟდა. პროექტის ღირებულებამ 2 400 000 ლარი შეადგინა.
ჭიათურა-წინსოფელი-ჭილოვანის დამაკავშირებელ გზაზე სამშენებლო სამუშაოებს კომპანია ,,კლასიკ სტროი“ აწარმოებდა. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.