მამუკა მდინარაძე ოპოზიციას: სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტში ამდენი ტყუილი ისმის

„სამწუხაროა, რომ საქართველოს პარლამენტში მართლაც ამდენი ტყუილი ისმის, დარწმუნებული ვარ, “ნაცებმა” რამდენიმე დღე იმუშავეს ამ თემაზე, გამორიცხულია, ბატონი რომანი თავისით მარტო არ გადაწყვეტდა როგორ მიეყენებინა ზიანი პრემიერ გახარიასთვის, „ქართული ოცნების” გუნდისთვის, მთავრობისთვის “, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ, პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პრემიერ-მინისტრს უსმენენ.

მამუკა მდინარაძის შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, რომან გოცირიძემ დღეს პარლამენტში რვა ტყუილი თქვა, რომელიც თავისი თვისებებით თავხედური, უსუსური, სულელური, გოიმური, ბოროტი, მავნებლური და „გაღმა შედავებითი” იყო . მისივე განცხადებით, რომან გოცირიძის ტყუილებს, სხვა ტყუილები მისმა კოლეგებმაც დაამატეს.

„ პირველი – „ვერ მოვისმინე ვერცერთი ზუსტი პასუხი პრემიერ გახარიასგან”, მეორე -„მთავრობა ერთადერთია, რომელმაც მოქალაქეს არ გაუწია არანაირი დახმარება”, ეს ორი არის თავხედური ტყუილი, ბატონო რომან, იმიტომ, რომ დღვენადელს რომ თავი დავანებოთ, რაც პრემიერმა მოყვა, დღეს რამდენ ათეულ და ასეულ ათას ადამიანს ჩაერიცხა, წინა პერიოდის განმავლობაშიც ზუსტად იცით ყველაფერი ამის შესახებ, კომუნალურებიდან დაწყებული რა დახმარებები გაეწიათ მოქალაქეებს. მესამე იყო სამშენებლო კომპანიების ფულის შოვნის გეგმაზე ისაუბრეთ, გუშინდელ პრეზენტაციას დაარქვით, როდესაც ძალიან კარგად იცით, 120 000 ადამიანი რომ არის დასაქმებული, გადაცემის ეფექტი რომ არის ერთი იმდენზე 120 000 ადამიანზე, რომ 10%-მდე არის ეს სექტორი ქვეყნის ეკონომიკის, ამიტომ ეს არის უსუსური ტყუილი. მეოთხე იყო ივანიშვილის 100 მილიონს არჩევნებისთვის ვინახავთო, კოვიდ ფონდშია ჩარიცხული ეს თანხა, ეს სულელური ტყუილია. მეხუთე იყო კითხვა, ახალი საოცარი ნარატივი „საერთოდ თუ არსებობს ეს ფულიო?” ამ კითხვის დასმა უკვე თავის თავში მოიცავს ტყუილს იქით რაღაცას, ეს არის გოიმური ტყუილი. მეექვსე იყო „საქართველო არის ყველაზე მოშიმშილე ქვეყანა მსოფლიოში, ყველაზე მეტად ხალხი შიმშილობს საქართველოში” ეს არის ბოროტი ტყუილი. მეშვიდე – „საქართველოში კერძო ბიზნესი კვდება” ეს არის მავნებლური ტყუილი, და მერვე თემა, რასაც შეეხეთ, ეს იყო აქტივისტებზე და ნათესავებზე ლაპარაკობდით, ეს არის რაღაც კიდევ, რომელიც გაღმა შედავებითია, ასეთი ტყუილია, ეს უგულავამ გააკეთა 48 მილიონი მოიპარა გაფლანგა და დაურიგა თქვენს აქტივისტებს. შემდეგ თქვენმა კოლეგებმა დაამატეს ტყუილები, იყო საუბარი, „დაგეგმილი სისხლიანი გეგმაო” ქალბატონი სამადაშვილი ლაპარაკობდა და პრემიერისკენ იშვერდა ხელს, თქვენმა ლიდერმა აღიარა რას აპირებდნენ, შემდეგ მელიამ დაამატა რას აპირებდნენ, აღიარება და ბოლოს ოქრუაშვილმა დაუსვა ბეჭედი, რომ ჩვენ დავაშვებინეთ შეცდომა მსროლელსო, ყველაფერს თქვენ თვითონ ლაპარაკობთ გეგმაზეც, შესრულებაზეც, მიზანზეც, ქმედებაზეც, დამდგარ შედეგზეც და მაინც სხვისკენ იშვერთ ხელს, ესეც გაღმა შედავება და ყველაზე ამაზრზენი ტყუილი იყო დღეს, რაც მოვისმინეთ, თქვენი მხრიდან, რომ ნაციონალური მოძრაობის დროს, საქართველოს მოსახლეობას და საზოგადოებას ჰქონდა მომავლის იმედი, ეს არის ყველაზე ამაზრზენი ტყუილი, რაც შეიძლება საქართველოს პარლამენტში გახმოვანდეს,”,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის თქმით, გაღიზიანება, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან წამოვიდა, დაკავაშირებულია მათ დაბალ რეიტინგთან, რაც გუშინდელმა კვლევამ ასახა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, სამწუხაროა, რომ მომავალზე საუბრის ნაცვლად, პარლამენტში ოპოზიციის ამაზრზენ მესიჯებზე მიმდინარეობს მსჯელობა. მათ შორის, ვიცესპიკერი შეეხო ოპოზიციის მიერ საპენსიო ფონდთან დაკავშირებულ შეთავავაზებას და კრიტიკას და განაცხადა, რომ სწორედ ხელისუფლების დამსახურებით მოგვარდა ეს თემა და შესაბამისად, საქართველოს მოქალაქემ იცის, რომ როდესაც გავა პენსიაში, მას ექნება ღირსეული შემოსავალი და არა სოციალური დახმარება სახელმწიფოსგან.

„ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ ხვალინდელ დღეზე, თუმცა სამწუხაროდ გვიწევს საუბარი იმ მართლა ამაზრზენ მესიჯებზე, რომელსაც გვთავაზობს ოპოზიციის ძალიან დიდი ნაწილი. ზოგი რუსული ნარატივით, ზოგი რუსული საქმით, ზოგი მავნებლობით, მაგრამ რეალობა არის ერთი, ჩვენ შეიძლება არ ვიყოთ იდეალურები, ამ აზრისგან შორს ვარ და დარწმუნებული ვარ არც ჩვენი ამომრჩეველი ფიქრობს, რომ სუპერ იდეალურ ხელისუფლებას და გუნდს უჭერს მხარს, მაგრამ ყველამ კარგად ისწავლა და იცის ამ ქვეყანაში გარჩევა ბოროტის და კეთილის, თეთრის და შავის, ვინ ვისზე უკეთესია. ამ მავნებლობას სამწუხაროდ ისიც ემატება, რომ არაკომპეტენტურები ხართ”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.​

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები