ონის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა

ონის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი – დავით ჩიკვაიძე, მოადგილესთან – გიორგი მაქარაშვილთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელთან – თეიმურაზ გძელიშვილთან ერთად, შქმერის ადმინისტრაციულ ერთეულში იმყოფებოდა, სადაც შპს „ ნიუ როუდის” წარმომადგენლებს შეხვდა.

როგორც “რეგიონულ კვირას” ონის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს, შპს „ ნიუ როუდი”​ საჩხერე-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობას აწარმოებს.

“ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ შქმერში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოები მოინახულეს, ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ და სოფელში არსებულ პრობლემურ საკითხებს გაეცნენ.

მათ ასევე, საავტომობილო გზის გაფართოებითი სამუშაოების დროს დაზიანებული კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი მოინახულეს და ზოგიერთ სამუშაოსთან დაკავშირებულ სირთულეებზე ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ დაზიანებული ობიექტიდან ამოღებული არქეოლოგიური მასალა ამჟამად, ონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმშია გადატანილი, სადაც მათზე საფუძვლიანი სამეცნიერო კვლევა განხორციელდება”,- აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები